ფორუმი პროფესიული განვითარების პროგრამების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია!

  • ac183292-e526-41f7-b7fd-6b185a24b9d4.jpg
  • f5b4f418-eac3-46e0-883f-6d378041e189.jpg

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განვითარების პროგრამების შესარჩევ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად გამარჯვებული ორგანიზაციები არიან „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“.
საგრანტო კონკურსზე პროექტები ორი მიმართულებით შეირჩა და ისინი 21 აგვისტოდან 11 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდება. 
საგრანტო კონკურსის მიზანია, მომსახურების გარე მიმწოდებლების ჩართულობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მრავალფეროვანი, ინოვაციური მიდგომების წახალისება. 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი მიმდინარე წლის 21 ივნისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა შეეძლო განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. 
მომსახურების დეცენტრალიზაციის პროცესი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლის ბოლოს დაიწყო და სამომავლოდ არაერთ მსგავს ღონისძიებას გეგმავს.