ტრენინგი „პროექტული სწავლება“

  • 19ace7fc-76bf-492f-b02e-0e3d86d20d19.jpg

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი,  იწყებს მასწავლებლების  რეგისტრაციას ტრენინგში „პროექტული სწავლება“ მონაწილეობისთვის. ტრენინგი ხორციელდება  და დაფინანსებულია  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  მიერ,  საგრანტო კონკურსის  „სასწავლო და სოციალური პროექტების საშუალებით    სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ხელშეწყობა“  ფარგლებში (საგრანტო ხელშეკრულება №6/18.08.17).

დასავლეთ საქართველოს, უფროსი და წამყვანი, 250  მასწავლებელი გაივლის ტრენინგს  პროექტული სწავლების მიმართულებით. ტრენინგი 3 დღიანია  და აკრედიტირებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. პროექტის ფარგლებში პედაგოგებს მიენიჭებათ 1 კრედიტქულა.

 

სარეგისტრაციო პირობები:

ა) ტრენინგის გავლა   შეუძლიათ ნებისმიერი საგნის უფროს და წამყვან მასწავლებელს.

ბ) მონაწილეობის მსურველებმა  უნდა შეავსონ თანდართული  სააპლიკაციო ფორმა  და გადმოგზავნონ ფორუმში ელექტრონულად მისამართზე  [email protected]  2017 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით. აპლიკაციის ფორმის შევსება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც  ბმულზე - https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe6bAhsedPB9RnkpUq8hBGHv8MASJKo9gTZWecCMlznpuGQ8A/viewform 

გ) ტრენინგის საკონტაქტო საათები გათვლილია სამ დღეზე და ჩატარდება პარასკევს, შაბათს და კვირას, შეძლებისდაგვარად, უახლოეს რეგიონულ ცენტრებში.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, სკოლაში დაბრუნებისას,  მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად დაიწყებს პრობლემის იდენტიფიცირებას და  პროექტის დაგეგმვას.

ტრენინგის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში  მასწავლებლებმა ტრენერს უნდა მიაწოდონ და  e-school-ის ბაზაში  ატვირთონ  დაგეგმილი პროექტები, რის შემდეგაც  ისინი მიიღებენ სერტიფიკატს ტრენინგის გავლისა და მისთვის 1 კრედიტქულის მინიჭების დამადასტურებლად. სერტიფიცირება  განხორციელდება   საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილებით დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად. დაგეგმილი პროექტების განხორციელების შემთხვევაში პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ სქემის ფარგლებში დამატებით მიიღონ 0.5 კრედიტქულა. პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში  მასწავლებლებს საშუალება ექნებათ  სულ დააქროვონ 1.5 კრედიტქულა.

ვადები:

  • აპლიკაციების მიღება: 10.09.2017 (ჩათვლით);
  • უკუკავშირი პედაგოგებთან : 20.09.2017 (ჩათვლით)
  • ტრენინგების ჩატარება: 06.10.2017-29.10.2017 (პარასკევი, შაბათი კვირა).

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ნატო გამცემლიძე / პროექტის კოორდინატორი
555321507/577337586
[email protected]

მაკა ბიბილეიშვილი / პროექტის დირექტორი
577977369
[email protected]

 

გისურვებთ წარმატებას!