დასრულდა ხუთდღიანი ტრენერთა ტრენინგი

2014 წლის 21 დეკემბერს კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში დასრულდა ხუთდღიანი ტრენერთა ტრენინგი. ტრენინგის მონაწილეებმა – სამოქალაქო განათლების გამოცდილმა პადაგოგებმა და ექსპერტებმა განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების პედაგოგების პროფესიულ განვითარებას. ტრენინგი, სახელწოდებით „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“, პროგრამის მომავლის თაობა“ ფარგლებში ჩაუტარდება 480 პედაგოგს საქართველოს ყველა რეგიონში. ტრენინგს უძღვებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის თავმჯდომარე ნინო ბესელია. მომავალმა ტრენერებმა გაიღრმავეს ტრენერის უნარჩვევები და ასევე გაეცნენ ტრენერის სახელმძღვანელოს და საკითხავ ლიტერატურას.