მასწავლებლები სამოქალაქო განათლების სტანდარტის სრულყოფისთვის

  • f3ffd8f8-ea91-4aae-bebe-aa8aeaa32a40.jpg

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი მიმდინარე წლის მარტის თვეში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელებს პროექტს „სამოქალაქო განათლების მასწავლებლები სამოქალაქო განათლების სტანდარტის სრულყოფისთვის“. პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო განათლების საგნობრივი სტანდარტის სრულყოფის და მისი მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანის ხელშეწყობას.

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ორგანიზებული იქნება სამუშაო შეხვედრები, რომელსაც დაესწრება 120 მასწავლებელი. პედაგოგთა ჩართულობით შემუშავებული რეკომენდაციები მიეწოდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. პროექტი არის საგრანტო კონკურსის „მასწავლებელთა საგნობრივი გაერთიანებების ჩართულობა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში“ გამარჯვებული. მსგავსი კონკურსების ორგანიზება მნიშვნელოვანი ფაქტორია საგნობრივი პროფესიული ასოციაციების განვითრების ხელშეწყობისათვის. ფორუმი მადლობას უხდის ცენტრს თანამშრომლობისთვის. ვიმედოვნებთ, პროექტი იქნება მომავალი ერთობლივი საქმიანობის საწინდარი.