სამუშაო შეხვედრა რეგიონული საბჭოების წარმომადგენლებთან

  • 8ab0962a-3809-4d58-9008-80f2bcf3ba72.jpg
  • 788396a8-ff01-4591-9fcf-143c0344a4c0.jpg
  • 2176be71-0d20-40a8-99d1-81962f4ab789.jpg
  • fd7b800f-b580-409b-ace2-1fca45ca5f74.jpg
  • c75faf13-75e6-4743-be08-4f78003ddf64.jpg
  • bcb2a5b8-7b59-46b9-b3d2-973ccd34eac0.jpg
  • cdb13c58-1414-445c-9fb9-d38257a18e83.jpg

26-27 ნოემბერს, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში (CTC) ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული საბჭოების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე მომზადდა პედაგოგთა ფორუმის რეგიონული საბჭოს წლიური სამოქმედო გეგმა, საბჭოს წევრებს შორის გადანაწილდა უფლება -მოვალეობები და ფორუმის წევრებისთვის დაიგეგმა ახალი, საინტერესო აქტივობები. პროცესს ფასილიტაციას უწევდა ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი მაკა ბიბილეიშვილი.

რეგიონული საბჭოებისა და ფორუმის ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭრით, პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში. პროგრამას საქართველოსში ახორციელებს PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.